среда, 6 мая 2015 г.

დღე 5. 

დღეს ვისწავლეთ დრაივზე კომენტარის გაკეთება და ჩვენი დოკუმენტების გაზიარება. ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რათა დავიცვათ საავტორო უფლებები.   გადავხედე "რომეო და ჯულიეტას" პრეზენტაციას, ამის შემდეგ შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია, რამაც უფრო დამაფიქრა და მოსწავლის თვალით დამანახა ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი. აღნიშნული პრეზენტაცია შევინახე მოსწავლის ნიმუშებში.

понедельник, 4 мая 2015 г.

დღე 4.

გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის შეფასების 5 მიზანს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის შესაბამისი მეთოდები და  ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით  მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი ,, ვიცი--მინდა ვიცოდე- ვისწავლე"დიაგრამა..ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები,დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,

среда, 29 апреля 2015 г.

დღე 3.

ტრენინგი დავიწყეთ ტექსტის ბოქსების შექმნით.ვმუშავეთ ვიუვერში,გავეცანით მეორე მოდულში სასწავლო პროექტის  დაგეგმვას.გადავხედეთ სტანდარტებს,არის თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი.მეორე მოდულში აქტივობა პირველში გავხსენით განახლებული ბლუმის ტაქსონომია,ზმნების კლასიფიკაცია.ზმნები არის თუ არა სტანდარტის შესაბამისი.შევამოწმეთ სასწავლო გეგმაში ჩაწერილი სტანდარტები.შემდეგ ვიუვერში გავეცანი დოკუმენტს  ,, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.''დავწერეთ  პროექტის ამოცანები.მიზნები.ვიუვერის მე-2 მოდულში გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვის ნიმუშებს და სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

понедельник, 27 апреля 2015 г.

 დღე 2.

ერთმანეთის საპროექტო იდეები, გავიტანეთ პროექტის შაბლონის გეგმაში. ისეთი სტანდარტეტები, ინდიკატორები- შედეგები, რომლებიც უნდა შევაფასოთ. რესურსებში გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს. ვისწავლეთ შექმნილი გეგმის შაბლონის შენახვა და გაგზავნა.   შევქმენით საკუთარი ბუკლეტი, ჩავსით ფოტო, გავგზავნეთ მეილზე. ბუკლეტი შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.

среда, 22 апреля 2015 г.

  დღე 1.

 დავამუშავეთ  Intel Education Viewer-ში მოცემული I მოდულის რამდენიმე  პუნქტი:
ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის
მახასიათებლების ჩეკლისტი, გავეცანით აღნიშნული ფაილების შიგთავსს და შევინახეთ
ჩვენს პორტფოლიოში.