среда, 29 апреля 2015 г.

დღე 3.

ტრენინგი დავიწყეთ ტექსტის ბოქსების შექმნით.ვმუშავეთ ვიუვერში,გავეცანით მეორე მოდულში სასწავლო პროექტის  დაგეგმვას.გადავხედეთ სტანდარტებს,არის თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი.მეორე მოდულში აქტივობა პირველში გავხსენით განახლებული ბლუმის ტაქსონომია,ზმნების კლასიფიკაცია.ზმნები არის თუ არა სტანდარტის შესაბამისი.შევამოწმეთ სასწავლო გეგმაში ჩაწერილი სტანდარტები.შემდეგ ვიუვერში გავეცანი დოკუმენტს  ,, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.''დავწერეთ  პროექტის ამოცანები.მიზნები.ვიუვერის მე-2 მოდულში გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვის ნიმუშებს და სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

понедельник, 27 апреля 2015 г.

 დღე 2.

ერთმანეთის საპროექტო იდეები, გავიტანეთ პროექტის შაბლონის გეგმაში. ისეთი სტანდარტეტები, ინდიკატორები- შედეგები, რომლებიც უნდა შევაფასოთ. რესურსებში გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს. ვისწავლეთ შექმნილი გეგმის შაბლონის შენახვა და გაგზავნა.   შევქმენით საკუთარი ბუკლეტი, ჩავსით ფოტო, გავგზავნეთ მეილზე. ბუკლეტი შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.

среда, 22 апреля 2015 г.

  დღე 1.

 დავამუშავეთ  Intel Education Viewer-ში მოცემული I მოდულის რამდენიმე  პუნქტი:
ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის
მახასიათებლების ჩეკლისტი, გავეცანით აღნიშნული ფაილების შიგთავსს და შევინახეთ
ჩვენს პორტფოლიოში.